Thursday, April 24, 2014

გაკვეთილის თემა
ბაგრატ მესამე-ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         მოსწავლეები გაეცნობიან X-Xlსაუკუნეების მიჯნაზე საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას.
·         შესძლებენ დაახასიათონ ბაგრატ მესამის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
·         განუვითარდებათ ინფორმაციის გააზრების და მოწესრიგების უნარი,რუკაზე მუშაობის,ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის უნარი.
ისტ.lX5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაოფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
ისტ.ix 1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მე-8-მე-9 საუკუნეების მიჯნაზე ქართული ფეოდალური სამთავროების წარმოქმნის შესახებ.
შეფასება
რუბრიკით
რესურსები
სახელმძღვანელო,წყაროები,რუკა,პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა
·         საორგანიზაციო საკითხები-3წთ
·         გაკვეთილს ვიწყებთ  წინა მასალის გამეორებით.ვიხსენებთმე -8-მე-9 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფო-სამთავროების წარმოშობას. ვიყენებთ ამ პერიოდის საქართველოს რუკას. ვასახელებთ სამეფო სამთავროებს თავისი ცენთტრებით.ვიხსენებთ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა.-7წთ
·         მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის ტექსტს და წყაროებს-10წთ
·         ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებას:პირველ ჯგუფი ააგებს ბაგრატის გენიალოგიის სქემას, რის მიხედვითაც დაასკვნიან რამდენი ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო ბაგრატი
·         მეორე ჯგუფი იმუშავებს ბაგრატ მესამის მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
·         მესაე ჯგუფი იმუშავებს ბაგრატის ტიტულზე და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცემს მისი გამეფების მოვლენებს-7წთ
·         აკეთებენ პრეზენტაციას სლაიდ შოუს თანხლებით.
·         ბოლოს ვაფასებთ ბაგრატ მესამეს როგორც პიროვნებას და პოლიტიკოსს-15წთ
·         ვაცნობ საშინაო დავალების პირობას.-3წთ
კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ინფორმაციის წვდომა და გააზრება
მოსწავლეს არ შეუძლია ინფორმაციის წვდომა და გააზრება
მოსწავლეს შეუძლია ძალიან მცირე ინფორმაიის წვდომა
შეუძლია ინფორმაციის წვდომა და გააზრება ნაწილობრივ
შეუძლია ინფორმაციის წვდომა და გააზრება
სრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის წვდომა და გააზრება
მსჯელობა საშინაო და საგარეო ფაქტორებზე არგუმენტირებულად
არ შეუძლია მსჯელობა საშინაო და საგარეო ფაქტორებზე
ასახელებს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს
ჩამოთვლის საშინაო და საგარეო ფაქტორებს ხარვეზებით
მსჯელობს საშინაო და საგარეო ფაქტორებზე
ახასიათებს სრულყოფილად საშინაო და საგარეო ფაქტორებზე და მსჯელობს არგუმენტირებულად
სქემაზე მუშაობა და დასკვნების გამოტანა
არ შეუძლია სქემის აგება
აგებს სქემას ნაწილობრივ
აგებს სქემას ხარვეზებით და უჭირს დასკვნების გამოტანა
აგებს სქემას და გამოაქვს დასკვნები
აგებს სრუყოფილ სქემას და გამოაქვს დასკვნები
რუკაზე მუშაობა
მოსწავლეს არ შეუძლია რუკაზე მუშაობა
მოსწავლეს შეუძლია რუკის დახმარებით ძლაზე მცირე ინფორმაციის მიღება
მოსწავლეს შეუძლია რუკაზე მუშაობა და ინფორმაციის მიღება ნაწილობრივ
მოსწავლეს შეუძლია რუკაზე მუშაობა და ინფორმაციის მიღება
მოსწავლე სრულყოფილად ფლობს რუკას და ამომწურავად გადმოსცემს ინფორმაციას